ჩვენ ვნერგავთ ღრუბლოვანი(Cloud) გადაწყვეტილებებს ბიზნესში: ეფექტური, უსაფრთხო, პროდუქტიული
ღრუბლოვანი(Cloud) გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საშუალებას საშუალო და მსხვილი ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და განვითარებისთვის.
გადაწყვეტილებები, რომლებსაც გთავაზობთ კომპანია აიტეგი, მოიცავენ საკნავძო კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს:
- პერსონალის ეფექტურ ურთიერთქმედებას კომპანიის შიგნით;
- შემოსული ინფორმაციის დამუშავებას;
- მუდმივ წვდომას მონაცემებზე და მუშაობასბიზნეს ბიზნეს აპლიკაციებზე;
ღრუბლოვანი(Cloud) გადაწყვეტილების იმპემენტაცია (დანერგვა) თქვენს ბიზნესში მნიშვნელოვნად ამცირებს IT ინფრასტუქტურის ხარჯს, განსაკუთრებით მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის პერიოდზე გათვლილ გეგმებში.
მაგალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის
სერვისები, რომლების ინტეგრაციას ახდენს კომპანია აიტეგი ღრუბლოვანი(Cloud) გადაწყვეტილებების სფეროში, განკუთვნილია სპეციფიკური პრობლემების დაძლევაზე ბიზნეს საქმიანობის დროს:
- ქოლ ცენტრების დანერგვა მიზნად ისახავს სერვისების ოპერატიულობის და ხარისხის გაუმჯობესებას. ორიენტირებულია არსებულ და პოტენციურ მყიდველზე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში. ჩვენ გთავაზობთ ტექნოლოგიას, რომელიც მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ არა მარტო შემოსულ ზარებთან, არამედ მიიღოთ მონაცემები ვებ საიტის შეკვეთის ფრომიდან და ელ. ფოსტის საშუალებით.
- მდგდრადი მონაცემთა დამუშავების დაცული ცენტრების შექმნა, რომელშიც შეინახება და დამუშავდება მონაცემები თქვენი ბიზნესის თაობაზე. ჩვენ ვიყენებთ კლასტერიზაციას, ვირტუალიზაციას და მონაცემთა შენახვის ტერიტორიულ დაყოფას იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი ბიზნესის ინფორმაციული სტრუქტურები ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული დანაკარგისგან.
- IP- ტელეფონების განლაგება შიდა ქსელში. მაღალი ხარისხის, დაბალი თვითღირებულების საკომუნიკაციო სერვისი, რომელიც აერთიანებს თქვენი კომპანიის ყველა ფილიალს, წარმოადგენს ყველა დონეზე განყოფილებებისა და ცალკეული თანამსრომლების ეფექტური კოორდინაციის გასაღებს.
- ზოგადი გამოყენების კომპიუტერების სტრუქტურირება ვირტუალიზაციის პრინციპის გამოყენებით. ნაცვლად პერსონალური სამუშაო ადგილისა, ვირტუალიზაცია უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის კავშირს მის სამუშაო მონაცემებთან ქსელის ნებისმიერი ტერმინალიდან
ღრუბლოვანი(Cloud) გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გვაძლევს ხარჯების შემცირების საშუალებას, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული საკუთარი IT სტრუქტურის განვითარებისთვის. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის დისტანციურად განლაგებული ფილიალებით.