დაგვიკავშირდით: +99532 2880315

კორპორატიული ქსელი

კომპანიის საკომუნიკაციო გადაწყვეტილების დანერგვა უზრუნველყოფს ინფორმაციის სრულ ურთიერთგაცვლას დისტანციურად განლაგებულ პერიფერიულ  და ცენტრალურ კვანძებს შორის.

კორპორატიული ქსელის შექმნა ემსახურება მონაცემების გაცვლის დაჩქარებას კომპანიის შიგნით, რაც უზრუნველყოფს სრულ წვდომას ავტორიზებულ პერსონალთან და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის საიმედოობას. იმისთვის, რომ მოხდეს მომხარებლებისთვის გაფართოებული შესაძლებლობების მიწოდება, ეს გადაწყვეტილება გვაძლევს  ხარჯებას შემცირებას ქსელის განვითარებისთვის.

აიტეგი გვთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას კორპორატიული ინფორმაციის გაცვლითი ქსელების დანერგვისთვის, რომელიც დაფუძვნებულია IP პროტოკოლზე. ქვეყნის მასშტაბით კომპანია პოზიციონირებს როგორც ქსელური გადაწყვეტილებების ინტეგრატორი მრავალი ფილიალის მქონე კომპანიებისათვის.

მეთოდოლოგიის უპირატესობები:

  • მულტი სერვისული, მაღალეფექტური IT ინფრასტრუქტურის შექმნა მიმდინარე პროცესების სრული კონტროლით და გარე ჩარევის რისკის მინიმიზაციით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფართო სპექტრის სერვისების მხარდაჭერა, როგორიცაა VoIP, VPN, ვიდეოკონფერენცია და სხვა;
  • არსებულ IT ინფრასტრუქტურსთან თანმიმდევრულად და სტაბილურად მომუშავე ახალი ქსელური გადაწყვეტილებების არჩევა და იმპლემენტაცია (დანერგვა)

კომპანიის ქსელური მონიტორინგის სისტემა მიმართულია ბიზნეს ოპერაციების სრული კონტროლზე და ავტომატიზაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის ქსელისთვის.

კორპორატიული ქსელის დანერგვის პრინციპები.

კომპანია აიტეგი უზრუნველყოფს ქსელს, რომელსაც ახასიათებს  მაღალი დონის დაცვა და შიდა მონიტორინგი. ეს გადაწყვეტილება გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ კომპანიის საქმიანობის ოპტიმიზაცია, შეიქმნას ინფორმაციული უსაფრთხოების გარემო.

კორპორატიული ქსელი მიზნად ისახავს:

  • საკომუნიკაციო არხის შექმნას იზოლირებულ ერთეულებს და განყოფილებებს  შორის;
  • ინფორმაციის მყისიერი გადაცემას;
  • შიდა მონაცემების განაწილებას ლოკალურ ცენტრებს შორის;
  • შიდა  ფოსტის გამოყენებას.

ჩვენი კომპანიის მომსახურების სავალდებულო ეტაპია კორპორატიული ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს პროცედურა იძლევა საფრთხის ანალიზის საშუალებას და რისკების ალბათობის ცვლილებების დინამიკის შეფასებას. აგრეთვე გამოითვლება პოტენციური ზიანის დონე.

შეგროვებული მაჩვენებლების საფუძველზე, გარკვეული ინტოსივობით მუშავდება დაცვის მექანიზმი, რაც აუმჯობესებს ქსელის მდგრადობას გარე შეტევის მიმართ. კორპორატიული ქსელის ამუშავება ხდება მხოლოდ  პროცესის ფუნქციონალურობის  ტესტირების  და რიგი ვირუსული ეფექტების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიების ჩატარების შემდეგ. მავნე კოდების გამოყენების საწინააღმდეგოდ ვირჩევთ საუკეთესო გადაწყვეტილებას თქვენი ქსელის დაცვისთვის.